ექსტრემალური მოდა

ექსტრემალური მოდა - ინსტაგრამ ვარსკვლავები

Instagram/matieresfecales

ექსტრემალური მოდა, არაორდინალური სტილი, თუ უბრალოდ ფოტოშოპის ჭარბი ხმარება?

Steven Raj Bhaskaran და Hannah Rose Dalton ინსტაგრამზე სწორედ თავიანთი უცნაური, ექსტრემალური ჩაცმულობით და განსხვავებული მაკიაჟით გახდნენ ცნობილები.

გვერდს სახელად Fecal Matter ინსტაგრამ პლატფორმაზე 500 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და არაერთი ახალგაზრდისთვის ინსპირაციის წყაროც კია. გარდა ფოტოებისა, მორგებული სტილი მათი ყოველდღიურობაა და ქუჩაშიც არ ერიდებიან გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ და გრძნობენ თავს კომფორტულად.


ფოტო: Instagram/matieresfecales
სწორედ მათი განსხვავებული ვიზუალის გამო, ისინი არაერთხელ მოხვედრილან ისეთი მედიის ყურადღების ცენტრში, როგორიცაა VOGUE.

სწორედ VOGUE-ის ერთ-ერთი გამოცემისთვის ჩაწერილ ვლოგში შეგვიძლია ვნახოთ და ვისწავლოთ ის ხრიკები, რომლებსაც ეს ორი, არაორდინალური ვიზუალის მქონე ადამიანი იყენებს მაკიაჟის გაკეთებისას.

სწორედ განსხვავებულმა ვიზუალმა განაპირობა ცნობილი რეპერის Asap Rocky-ს მუსიკალურ ვიდეოში მათი გამოჩენა, სადაც, ვიდეოკლიპის შინაარსის მიხედვით, ისინი უცხოპლანეტელების სტრიპტიზ კლუბის მფლობელები არიან.

გარდა ინსტაგრამ პოსტებისა, როგორც ცნობილია მეგობრების დუეტი, ელექტრონულ მუსიკასაც ქმნის და ამ სფეროშიც საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობენ. ისინი ასევე მართავენ მეორე ინსტაგრამ გვერდს [fecalmatterworld], რომლის გამოყენებითაც, შექმნილ არაორდინალურ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ყიდიან. ნივთების ორიგინალურობას ისიც განაპირობებს, რომ თითოეული მათგნი ხელნაკეთია და იქმნება მხოლოდ ერთი.


ფოტო: Instagram/fecalmatterworld

თუ ყურადღებით მივადევნებთ მათ ინსტაგრამ გვერდს თვალს, მარტივად მივხვდებით, რომ მიუხედავად ექსტრემალური ვიზუალისა, ეს დუეტი სხვადასხვა მოდის სახლის ყურადღების ცენტში არაერთხელ ექცევა. თუ რა განაპირობებს ამ ყურადღების მიზეზს უცნობია, მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა მოდის მომავალი სწორედ მსგავს ექსტრემალურ სტილში?

კომენტარები