ძალადობა

უსინათლო ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

shutterstock

უსნათლო ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ძალადობის შემთხვევა 2018 წლის 22 ოქრომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაუმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დ.მ.დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, ქურდობისთვის ნასამართლევმა დ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უმწეომდგომარეობაში მყოფ, უსინათლო მეუღლის მამას - ს.ძ.-ს, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებითსახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საწოლიდან გადმოაგდო, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით(ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა დააღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა",- წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების თანახმად, სამართალდამცავებმა დამნაშავე შემთხვევიდან მეორე დღეს, 2018 წლის 23 ოქრომბერს, სოფელ მუხრანში დააკავეს.

კომენტარები