მამუკა ბახტაძე

ბახტაძე კეზერაშვილზე: ჩემს შეფასებას არ საჭიროებს, საზოგადოებას ძალიან ნათელი პოზიცია აქვს

რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილის და მის რეპუტაციას, მის წარსულს, თუ რითი იყო ის დაკავებული, როგორ წარმოგვიდგინა შემდეგ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა კეზერაშვილი როგორც წარმატებული ბიზნესმენის სახე, მე ვფიქრობ, ზედმეტ შეფასებას ჩემი მხრიდან ნამდვილად არ საჭიროებს. ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის მიმართ და მისი წარსულის მიმართ და ყველაფრის მიმართ, სადაც ეს ადამიანი იყო გარეული.

საქართველოს პრემიერმინისტრი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის გააქტიურების შესახებ კითხვას პასუხობს. მამუკა ბახტაძეს დავით კეზერაშვილის მიერ ტელევიზიის დაფინანსებაზეც ჰკითხეს.

კომენტარები