ინფლაცია

ივლისში ინფლაცია 4.6%-ს შეადგენდა - გაძვირდა სურსათი, სასმელები, თამბაქო და ჯანდაცვა

rfi.ro

სტატისტის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში ინფლაციამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6% შეადგინა.

ფასები ყველაზე მეტად გაზრდილია თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე (13.7%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7.9%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (5.6%) ტრანსპორტსა (3.9%) და ჯანდაცვაზე (3.5%).

2019 წლის ივნისთან შედარებით კი ინფლაციის დონე 0.02% იყო. ფასები გაიზარდა ტრანსპორტის სექტორში (1.8%-ით), ხოლო გაიაფდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (5.3%-ით).

როგორც ეროვნული ბანკის ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი, მოკლევადიანი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულის, 3%-ის მაღლა დარჩება. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის დონე დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს.

კომენტარები