რუსთავი 2

ნიკა გვარამია ხვალ, 2 აგვისტოს, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ხვალ, 2 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახიტ დაიკითხება. ამის შესახებ გვარამია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება.

ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვასთან დაკავშირებით დღეს გავცელდა. 

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას მაგისტრატი მსოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის მოთხოვნთ, დღეს, 1-ელ აგვისტოს, მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები