რუსეთი

რუსეთში ტელევიზიისადმი ნდობა 10 წლის მანძილზე 25%-ით შემცირდა

VOX

ლევადა ცენტრის საზოგადოებრივი გამოკითხვით ირკვევა, რომ რუსეთში ტელევიზიისადმი ნდობა 10 წლის მანძილზე 25%-ით შემცირდა.

2009 წელს ტელევიზიიდან ინფორმაციას მოსახლეობის 94% იღებდა, ახლა ეს რიცხვი 72% არის. ამ პერიოდში კი ტელევიზიისადმი ნდობა 79%-დან 54%-მდე შემცირდა.

ამის მიუხედავად, ტელევიზია კვლავ რჩება ინფორმაციის ყველაზე პოპულარულ წყაროდ.

ყველაზე პოპულარული ტელევიზიებია: "Россия 1" (48%), "Первый канал" (47%), НТВ (36%), "Россия 24" (31%), РЕН ТВ (17%).

რუსების 1%-სთვის ტელეარხები სიახლეების მიღების რეგულარული წყაროა. 

დამოუკიდებელი მედიის საერთო ჯამური აუდიტორია მოსახლების 35%-ს შეადგენს. 

რუსეთში ინფორმაციის შემდეგი ყველაზე პოპულარული წყაროებია სოციალური ქსელი (34%) და ინტერნეტი (32%). 

ამას გარდა, რუსთა ნაწილი ვიდეო ბლოგებიდანაც იღებს ინფორმაციას - გამოკითხულთა, დაახლოებით, მესამედი ვიდეობლოგებს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს. 

გამოკითხულთა 18% სიახლეების მეგობრებისგან ან ნათესავებისგან იგებს, 15% გაზეთიდან, ხოლო 12% - რადიოდან. 

კომენტარები