ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი: გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი

გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს რამეს აბრალებს, თუმცა ვიღაცების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება ხოლმე. ჩვენ შემთხევაში ეს სცენარი გათამაშდა და ამის შედეგებს ვიმკით, ყველა ეს საუბრები რა შუაშია 20 ივნისი? შუაში კი არ არის, ეს არის მთავარი წყარო. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი უპასუხისმგებლო მოვლენა, რასაკვირველია, გადაეცემა ეკონომიკას. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს აბრალებს. იცით რაშია საქმე ვიღაცეების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება მაინც, მაგას არავინ არ გაურბის, თუმცა ფაქტია. ჩვენ თუ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება და ზოგადად, მოსახლეობა, რაც უფრო პრაგმატულებიდა რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია და პოლიტიკური არასტაბილურობა. რეგიონის კონტექსტში ჩვენგა მოვიყურებით საკმაოდ ჯანსაღად. ეს არ ნიშნავს და არ მინდა, რომ ვინმემ არასწორად გაიგოს, რომ ეკონომიკურად გაბრწყინებული ვართ და მივედით იქ, სადაც გვინდა, მაგრამ რა კონტექსტშიც ვართ, რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება იმ ქვეყნებში, ვისთანაც გვაქვს მთავარი სავაჭრო ურთიერთობები, საკმაოდ ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს. ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამერწმუნეთ, ეს უბრალოდ ფაქტია და არა იმიტომ, რომ ან მევამბობ ამას ან რომელიმე სხვა მინისტრი. 

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

კომენტარები