ივანე მაჭავარიანი

მაჭავარიანი: კლინიკაში არ ვარ, ტყუილია, სახლში ვარ, კარგად ვარ, ვვარჯიშობ დილიდან

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ტყუილია. 

სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანი კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს. 

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით კი, ფინანსთა ყოფილი  მინისტრი კლინიკაში დაზიანებების გამო არ იმყოფებოდა და მან გეგმიური ოპერაცია ჩაიტარა. 

"ზუსტად შემიძლია გითხრათ, რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და  გეგმიურ ვიზიტზე იყო მისული, არანაირი დაზიანებები". – ამბობს სერგეენკო. 

თავად მაჭავარიანი ამბობს, რომ ის სახლშია და თავს კარგად გრძნობს. 

"კლინიკაში არ ვარ, ტყუილია, კარგად ვარ, ვვარჯიშობ დილიდან, მეტი რა ვქნა". – ამბობს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, ფორმულასთან

კომენტარები