ივანე მაჭავარიანი

წილოსანი მაჭავარიანის გადადგომაზე: არ მიკვირს, დიდი სტრესის ქვეშ ვართ 

ბატონ ვანოს არ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. მე მესმის ადამიანურად მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ ისურვა, დარჩენილიყო საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, რადგან ეს საკმაოდ სტრესულია და იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ოპოზიციის კონკრეტული ლიდერები და კონკრეტული ჯგუფები აყენებენ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს, ნამდვილად თითოეული ჩვენგანი დიდი სტრესის ქვეშ ვართ, ამიტომ შეიძლება ვთქვა, რომ არც გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება, რომ გადასულიყო კერძო სექტორში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის არ რჩება პოლიტიკაში. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ივანე მაჭავარიანზე, რომელმაც ფინანსთა მინისტრის პოსტი 31 მარტს დატოვა

კომენტარები