ცოლის მკვლელობა

თეირანის ყოფილ მერს ცოლის მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

თეირანის ყოფილ მერს, მუჰამედ ალი ნაჯაფს ცოლის მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 

ნაჯაფის მეორე ცოლის გვამი მაისში, ქალაქის ელიტურ უბანში იპოვეს. გავრცელებული ცნობით, ყოფილმა მერმა ცოლს ესროლა და აბაზანაში დატოვა.

მოგვიანებით, 67 წლის ნაჯაფმა დანაშაული აღიარა. მისი თქმით, ცოლის დაშინება უნდოდა და შემთხვევით შემოაკვდა. 

გამოძიების ცნობით, მკვლელობა წინასწარ იყო განზრახული. 

მოჰამედ ალი ნაჯაფი თეირანის მერი 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აპრილამდე იყო.

კომენტარები