ცნობილი ადამიანები

სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა ძაღლის სიკვდილის შემდეგ ცხოველის ერთნაირი ტატუები გაიკეთეს

TMZ

სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა, თავიანთი ალასკური მალამუტის ჯიშის ძაღლის სიკვდილის შემდეგ, შინაური ცხოველის ერთნაირი ტატუები დაიხატეს.

სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა ძაღლი სახელად ვალდო პიკასო 2018 წელს აიყვანეს და მას შემდეგ ცხოველი მათ სახლში ცხოვრობდა. ძაღლი მედიისთვის და ფანებისთვის ცნობილი იყო, რადგან წყვილი ხშირად დებდა სოციალურ ქსელებში ცხოველის სურათებს. რამდენიმე დღის წინ კი ძაღლს ნიუ-იორკში სეირნობისას მანქანა დაეჯახა და ის ადგილზევე მოკვდა.

გუშინ, ჯო ჯონასმა ინსტაგრამზე ფოტო დადო, სადაც ჩანს რომ მას ძაღლის ტატუ აქვს გაკეთებული.

”მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო” - წერს ჯო ჯონასი.

გარდა ტატუების გაკეთებისა, წყვილმა შინაური ცხოველის სიკვდილისგან გამოწვეული სტრესის გადასალახად თერაპევტთან დაიწყო სიარული.

კომენტარები