ლარი გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი უკვე 3 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა ბანკებში 3.35-ზე მეტი დაგიჯდებათ.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს საღამოს გამოაქვეყნებს, იქამდე კი ლარი გაუფასურების ანტირეკორდებს ხსნის. გუშინდელი მონაცემებით, ერთი დოლარი 2.9346 ლარი ღირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.
რამდენიმე თვეა, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.
ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.





