ლევან ვასაძე

ვასაძე მთავრობას: ჩვენ უნდა გაგვაკვირვოთ და არა უპატრონო ე.წ უფლებადამცველები ევროპაში

ეს თქვენი ტრაბახი, რომ ევროპას აკვირვებთ თქვენი დემოკრატიით, ჩვენ სულ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება, რომ გაგვაკვირვოთ ჩვენ, თქვენი სამართლიანობით, სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების დაცვით, ამით უნდა გაგვაკვირვოთ და არა ის ვიღაც უპატრონო ე.წ უფლებადამცველები ევროპაში, ცინიკოსები, რომლებიც აქ წელწადში ერთხელ ჩამოდიან. 

გინდათ, რომ ქვეყანა გვქონდეს? გინდათ, რომ სახელმწიფო შედგეს? დაანებეთ თავი ამ თქვენს ბოლომდე წაუკითხავი წიგნების ციტირებას დემოკრატიის და თავისუფლების შესახებ. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის დემონოკრატია და ეს არის გარყვნილი დემონების უფლება, რაც უნდათ, ის აკეთონ ქვეყნის საზიანოდ.

ძალადობრივი პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შექმნას რეგულატორი, რომელიც "ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ".

კომენტარები