უბედური შემთხვევა

თუშეთის გზაზე გადავარდნილი მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსია, არიან დაშავებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თუშეთის გზაზე ხევში სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში "კამაზი" მოხვდა. მიკროავტობუსი ომალოს მიმართულებით მიდიოდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები