უბედური შემთხვევა

თუშეთის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

რუსთავი 2

თუშეთის გზაზე მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში სოფელ ქვემო ალვანის 12 მაცხოვრებელი იმყოფებოდა. რამდენიმემ გადმოხტომა მოასწრო, ნაწილი კი, მიკროავტობუსთან ერთად ხევში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გავიდა. საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები