რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა

ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ჩვენ ვთვლით დაუშვებლად რუსთავი ორის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. ანუ რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. არ ვგულისხმობ იმ პარტიულ ფონს, რომელიც ახლავს და მგონია, რომ მარტივად მოხსნადია და მე თვითონ ჟურნალისტებისგანაც ვიცი, რომ ბევრისთვის რაღაც პარტიული მიმართულება თვითონაც ცოტა მობეზრებული აქვთ. ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით, როგორიც არის რუსთავი 2, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას.

კომენტარები