ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.99 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.34

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში ბოლო ორი საათის განმავლობაშიც კი, კურსი რამდენიმე თეთრით გაიზარდა.

TBC ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.99 ლარია. 1 ევროსი - 3.34 ლარი.

საქართველოს ბანკში 1 დოლარი 2.985 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.347.

კომერციულ ჯიხურებში კი, დოლარის ფასი 2.96-2.97 ლარია, ევროსი - 3.29-3.30.

ოფიციალურ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაქვეყნებს. გუშინდელი მონაცემებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ დაეცა ისტორიულ მინიმუმზე.

ლარი რამდენიმე თვეა, რაც თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულ ვალუტას ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირით ჰქონდა გამყარების ტენდენცია. ზუსტად 4 თვის წინ, 1 დოლარი 2.6822 ლარი ღირდა, რაც 23.5-თეთრიან გაუფასურებას ნიშნავს. რაც შეეხება ევროს, 26 მარტს მისი ღირებულება 3.0349 ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა 21.5 თეთრით გაუფასურდა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდი ლარის დევალვაციას "რეგიონის პრობლემებს" და "ცუდ მოლოდინებს" უკავშირებდა, ბოლო პერიოდში კი, პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას და 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ პროცესებს აკისრებს.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით

კომენტარები