Facebook

აშშ-ს მთავრობამ Facebook $5 მილიარდით დააჯარიმა

wordpress.com

აშშ-ს ფედერალურმა რეგულატორებმა ოთხშაბათს, 24 ივლისს პირადი მონაცემების არასათანადოდ დაცვისთვის Facebook 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმეს.

კომპანიისთვის, რომლის შემოსავალმა შარშან 56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმაა.

"მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებლისთვის არაერთხელ გამეორებული დაპირებების მიუხედავად, რომ ადამიანები შეძლებდნენ თავად გაეკონტროლებინათ როგორი იქნებოდა წვდომა მათ პირად მონაცემებზე, Facebook-მა მომხმარებლების არჩევანი სათანადოდ არ მიიღო სათვალავში" - ასე ხსნის აშშ-ს ფედერალური ვაჭრობის კომისია თავის გადაწყვეტილებას.

მორიგების მიხედვით, კომპანიის აღმასრუბელ დირექტორს, მარკ ზაკერბერგს პირადად მოუწევს პირადი მონაცემების ნორმებთან შესაბამისობის კონტროლზე აყვანა.

კომენტარები