ინგლისი

ინგლისის მთავრობა გეგმავს, რომ 2030 წელს ქვეყანა მწეველების გარეშე შეხვდეს

cnbs.com

ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი "ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება: პრევენცია 2020-იან წლებში", სადაც ისინი გეგმავენ, რომ ხალხის ჯანმრთელობა დაიცვან პრევენცირებადი დაავადებებისგან. ამ გეგმაში შედის მოწევის ჩვევის განადგურებაც.

დოკუმენტში ნათქვამია "ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს, მხოლოდ ავადმყოფებს არ უნდა უვლიდეს, თავდაპირველად დაავადებების პრევენცია უნდა მოხდეს".

ეს პროექტი ასევე შეეხება მენტალური დაავადებებს, დიაბეტსა და ჭარბწონიანობას.

მთავრობა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას აპირებს შემდეგი ნაბიჯებით:

  • ნებისმიერი მწეველი, რომელიც მოწევის დანებების მიზნით საავადმყოფოს მიმართავს დახმარებას მიიღებს
  • გამომუშავდება მკაფიო მითითებები ძილის რეკომენდირებულ დროზე
  • საბავშო ადგილებში მეტი ყურადღება დაეთმობა ფიზიკურ აქტივობას
  • ორჯერ გაიზრდება დიაბეტის პრევენციისთვის განკუთვნილი ორგანიზაციების ბიუჯეტი
  • მკაფიოდ დაეწერება საჭმელს კალორიების რაოდენობა რესტორანებსა და კაფეებში
  • 21:00-მდე არ გავა რეკლამები, სადაც არის არაჯანსაღი საკვები 
  • ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა აიკრძალება

ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

პრემიერ ტერესა მეის უნდოდა, რომ ეს დამტკიცებულიყო მისი პრემიერობის დასასრულამდე, რადგან ახალი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი არ ეთანხმება შაქრის შემცველ პროდუქტებზე გადასახადის გაზრდასა და მსგავს ქმედებებს.

"თუ გვსურს, რომ ხალხმა წონაში დაიკლოს და ჯანსაღად იცხოვროს, ჩვენ უნდა წავახალისოთ რომ იარონ, ველოსიპედი ატარონ და მეტი ივარჯიშონ. იმის მაგივრად, რომ გადასახადები გადავახდევინოთ, უნდა შევხედეთო რამდენად ეფექტურია ე.წ. “ცოდვის გადასახადები” [sin taxes] და თუ შეუძლიათ მათ ხალხის ქცევის შეცვლა", - ნათქვამი აქვს ბორის ჯონსონს.

2007 წელს ინგლისი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საჯარო ადგილებში მოწევა აკრძალა. 

კომენტარები