ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალი

თალაკვაძე: ხაზარაძემ პოლიტიკური გეგმები 1 კვირის წინ დააანონსა, გამოძიება უფრო ადრე დაიწყო

ამ საქმეში, რომელსაც პარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს, არაერთი საჯარო დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ასევე თავად ბატონების უფლებები იყოს დაცული, ის უფლებები, რაც მათ კონსტიტუციით და კნონით აქვთ მინიჭებული და ასევე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით. 

მე ვფიქრობ, რომ მთავარია საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ეს იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანი. 

შესაძლოა, მან დაანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე ინიცირებულია გაცილებით ადრე, უკვე თვეებია ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე. შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას. მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარლამენტს, როგორც გითხარით, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენის შესახებ. თალაკვაძე ამბობს, რომ ბრალის წარდგენა ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირდება.

კომენტარები