ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალი

კანდელაკი: ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ნაბიჯიცაა

ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ და მას შემდეგ, რაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, ის არის ბოლომდე გაკოტრებული და ამ ნაბიჯით ებღაუჭება ხელისუფლებას. ამავე დროს, ბრალის წარდგენა არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც მთავრობის მხრიდან, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებისა, რომელიც მან ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად გააკეთა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. მაგრამ აქ მთავარია, რომ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯებიც ვერ უშველის ივანიშვილს. როცა ადამიანი არის ჭაობში, რაც უფრო მეტს ფართხალებს, მით უფრი სწრაფად იძირება. ივანიშვილი ახლა იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ გავიაროთ მომავალი არჩევნები ცივილიზებულად. პირველ რიგში, ეს ბრალის წარდგენა მიმართულია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, მოკავშირეებისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადაიდგა ასეთი აგრესიული ნაბიჯი. საქმე ეხება 12 წლის მომხდარ რაღაც ამბავს, სადაც არ არსებობს დაზარალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, როგორც პარლამენტში, ასევე ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, რათა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენის შესახებ. კანდელაკის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები