სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის თქმით რუსეთმა მათ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ბოდიში მოუხადა

Getty Images

ოფიციალურ სეულში ამბობენ, რომ რუსეთმა მათი სამხედრო თვითმფრინავების მიერ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს და თქვეს რომ შემთხვევა წინასწარგანზრახული არ იყო და ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.

"მოსკოვის თქმით თვითმფრინავი თავდაპირველად გაწერილ კურსს რომ გაჰყოლოდა ეს ინციდენტი არ მოხდებოდა." თქვა ლურჯი სახლის სპიკერმა და აღნიშნა, რომ რუსეთი შემთხვევის გამოძიებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საჯარო განცხადება რუსეთს არ გაუკეთებია. მათ კატეგორიულად უარყვეს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და სამხრეთ კორეელი პილოტები არალეგალურ და სახიფათო ქმედებებში დაადანაშაულეს. მათ თქვეს, რომ რუსული თვითმფრინავები ჩინურთან ერთად აღმოსავლეთ ჩინეთის და იაპონიის ზღვების თავზე ერთობლივ პატრულირებას ახორციელებდნენ, რაც პირველი მსგავი ოპერაციაა.

ფაქტი უარყო ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამხრეთ კორეის სამხედრო თვითმფრინავმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

მათი თქმით რუსულმა ხომალდმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ გადაკვეთა, რასაც მათი მხრიდან ტყვიამფრქვევის 360 რაუნდის გასროლა მოჰყვა.

მათივე თქმით საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა და ორმა ჩინურმა ხომალდმა დაარღვია.

ეს რუსეთსა და სამხრეთ კორეას შორის პირველი მსგავსი შემთხვევაა.

შემთხვევა სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სადავო კუნძულების თავზე მოხდა.

კომენტარები