საქართველოს პარლამენტი

დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობა - ბიზნესთან კავშირი 58 პარლამენტარს აქვს

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაში, სადაც საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობაა შეფასებული, გამოვლენილია, რომ პარლამენტის 58 წევრს აქვს კავშირები ბიზნესთან. აქედან, 22 დეპუტატს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არასრულყოფილი ინფორმაცია აქვს შეტანილი.

ბიზნესთან დაკავშირებული 58 დეპუტატიდან 45 უმრავლესობის წევრია. მათი უმეტესობა ფლობს წილს კერძო სექტორში, ნაწილი კი ამა თუ იმ კომპანიაში დირექტორის პოზიციაზეა გაფორმებული.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის დეპუტატს ევალება შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯაროა. ამასთან, კანონმდებლობით, სამეწარმეო საქმიანობა შეუთავსებელია პარლამენტარის სტატუსთან. დეპუტატებს მაინც აქვთ უფლება ფლობდნენ წილებს კერძო კომპანიებში, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან, წილი მინდობის საფუძველზე სხვას გადასცენ. კანონმდებლობის დარღვევისათვის, დეპუტატებისათვის ფულადი ჯარიმაა განსაზღვრული, რომელიც მათ წარსულშიც დაკისრებიათ.

 

კომენტარები