ფარული ჩანაწერები

ბესელია: მაია ცქიტიშვილის კომენტარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

მოვისმინე ინფრასტრუქტურის მინისტრის კომენტარი, რომელიც სხვათა შორის, გამაოგნებელი იყო, განსაკუთრებით ქალისგან გაუგებელი კომენტარი იყო. მთავრობის წევრი და მით უმეტეს ქალი როდესაც აკეთებს ასეთ კომენტარს, შორს არ წავალ, მაგრამ ეს კომენტარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება მიზანს, გასაგებია, რომ თავის დროზე როცა ეს დანაშაული დაიგეგმა, მიზანი ალბათ იყო იმ პროცესებისგან დისტანცირება რასაც დაემთხვა, რასაც დაამთხვიეს ეს ქმედება. ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები. მოსამართლეთა სია, რომელიც მაშინ გავაჩერე და არ გამოვიტანე განსახილველად. ამას უკავშირდებოდა სწორედ ეს მოვლენა. კონკრეტულად კიდევ უფრო შორს რომ არ წავიდეთ, დღეს მგონია, მთავარ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი საგამოძიებო ორგანომ და ეს პასუხი არ არის გაცემული. 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მაია ცქიტიშვილმა დღეს თქვა, რომ "ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია“. ბესელიას ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები