საგარეო ვაჭრობა

დსთ-ში ექსპორტი 27.1%-ით გაიზარდა, ევროკავშირში 16.1%-ით

AP Photo

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ ივნისში საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში საქონლის ექსპორტი 27.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 16.1%-ით.

ამგვარად, საერთო ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილმა 51.6% შეადგინა, ევროკავშირისამ კი 24%.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ივნისში ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნებიდანაც ნაკლები საქონელია შემოსული. ევროკავშირის შემთხვევაში კლებამ 10.8% შეადგინა, ხოლო დსთ-დან 15.6%. მთლიან იმპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 26.6%-ია, ხოლო ევროკავშირის - 25.9%.

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საქონლის სავაჭრო ბრუნვა 5 968.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 0.6%-ით შემცირებულია.

სავაჭრო ბრუნვის შემცირების ძირითადი მიზეზი იმპორტის შემცირებაა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა იანვარ-ივნისში 4 192.9 მლნ აშშ დოლარი შეადგენა, რაც გასულ წელთან შედარებით 4.9%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან გასული საქონლის ღირებულება იანვარ-ივნისში 11.5%-ით გაიზარდა და 1 775.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი ბრუნვის 40.5%-ია და გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

კომენტარები