რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ნიკა გვარამიას ცვლილებაზე მიმართა

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის ცვლილებაზე მიმართა. რეესტრმა განცხადება 15:57-ზე მიიღო.

იქამდე, საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს, 40% კი შპს პანორამას, რომლის 100%-საც ხალვაში ფლობს.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

კომენტარები