რუსთავი 2

საჯარო რეესტრმა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

ipress.ge

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქიბარ ხალვაში შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის მფლობელადაა დარეგისტრირებული. 40%-ის მმართველად დარეგისტრირებულია შპს პანორამა, რომლის 100%-იან წილს თავად ხალვაში ფლობს.

რეესტრმა სარეგისტრაციო განცხადება მიიღო 13:57-ზე და წარმოება დაასრულა 15:28-ზე.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

კომენტარები