სექსუალური შევიწროება

კევინ სპეისის წინააღმდეგ 18 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმე შეჩერდა

Bbc.com

მასაჩუსეტსის სასამართლომ, მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე შეაჩერა, რადგან მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

საუბარია შემდეგ სექსუალური ძალადობის საქმეზე - კევინ სპეისის 18 წლის ბიჭის დათრობასა და შემდეგ მასზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ. მომჩივნის თქმით, 2016 წელს მასაჩუსტესის ბარ “ნანტაკეტში” მუშაობის დროს, კევინ სპეისიმ მას ალკოჰოლური სასმელები მიუტანა, დაათრო და სექსუალურად იძალადა.

მომჩივანი სასამართლოში თვის დასაწყისში უნდა დაკითხულიყო, მას შემდეგ რაც მან თქვა რომ სექსუალური ძალადობის ღამეს გამოყენებული მობილური ტელეფონი დაკარგა. კევინ სპეისის ადვოკატების თქმით, მობილურში ისეთი მესიჯები ინახებოდა, რომელიც მსახიობის უდანაშაულობას დაადასტურებდა და სწორედ ამიტომ “დაიკარგა”, მომჩივანი კი უარყოფს რომ მას მობილური არ დაუკარგავს ან მასში არსებული მესიჯები წაშალა.

59 წლის კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა მას შემდეგ დაასახალე, რაც 2017 წელს ენტონი რეპმა განაცხადა, რომ 14 წლის ასაკში 26 წლის კევინ სპეისიმ მასზე იძალადა. მსახიობმა მაშინ წერილი გამოაქვეყნა და მოზარდზე ძალადობის ფაქტი არ უარყო, ასევე წერილშივე დაწერა რომ ის გეია.

კომენტარები