ყალბი ფული

ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

"გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები