მამუკა ბახტაძე

ბახტაძის თქმით, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები 35 დასახელების წამალს 1 ლარად შეიძენენ

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომამდე განაცხადა, რომ დღეიდან პენსიონრებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირები 35 დასახელების წამლის ერთ ლარად შეძენას შეძლებენ.

საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ. ინიციატივის მიხედვით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იხსნება დიფერენცირება.

მედიკამენტები ექვსი ქრონიკული დაავადებისას გამოიყენება, ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავდებები.

"დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავდებები." - თქვა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები