ნიუ-იორკი

მანჰეტენი რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

The Guardian

ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.  

მანჰეტენზე დენის გათიშვა მიწისქვეშა ტრანსფორმატორში ცეცხლის გაჩენამ გამოიწვია. როგორც "გარდიანი" წერს, ელექტროენერგიის შეწყვეტამ დაახლოებით 73 000 ადამიანი დააზარალა-  წარმოიქმნა საცობები, გაჩერდა მეტრო, გაიჭედა ლიფტები, გამოირთო თაიმს სქუერზე აღმართული ელექტრონული ეკრანები.   

ელექტროენერგიის გათიშვის გამო ბროდვეიზე რამდენიმე წარმოდგენა გადაიდო. მედისონ სკვერ გარდენში მიმდინარე ჯენიფერ ლოპესის კონცერტი შეწყდა და მაყურებლის ევაკუაცია გახდა საჭირო. მომღერლის თქმით, ის მომხდარის გამო "განადგურებული და გულგატეხილია". 

წარმოდგენების გადადება მოუხდათ ბროდვეიზეც. მათ შორის აღმოჩნდა ჯგუფი "ჰეიდსთაუნიც". შოუს რამდენიმე მონაწილემ გულდაწყვეტილ მსმენელთა სანუგეშოდ წარმოდგენა ქუჩაში მოაწყო.   

ელექტროენერგიის მიწოდება მანჰეტენზე 04:00 საათისთვის აღდგა. ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, დაიწყება გამოძიება რომელიც მომხდარის მიზეზებს დაადგენს. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ არავინ დაშავებულა, "ფაქტი, რომ ასეთი რამ მოხდა, მიუღებელია". 

კომენტარები