რუსთავის მერია

ევროპული საქართველოს პროტესტი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

"ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები გააპროტესტეს. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შს მინისტრთან ინტერვიუს გამო ტვ პირველის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - წერს ლევან ონიანი "ქართული ოცნების" ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში. 

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები: "სირცხვილია", "გახარიას გამოსვლაში რა მოგეწონათ?" "უხამსობა ტეხავს!"

11 ივლისს საავტორო გადაცემაში "რეაქცია" ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომლის გადაყენებასაც რუსთაველზე მდგარი ადამიანები უკვე 21 დღეა, ითხოვენ. ინტერვიუს შემდეგ გახარიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მას შემდეგ რაც, ლევან ონიანის შეურაცხმყოფელ კომენტარს სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მან თქვა, რომ სხვას გულისხმობდა.

კომენტარები