რუსთავის მერია

ენმ: რუსთავის მერიიდან 16 თანამშრომელი გაათავისუფლეს

რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის კახა გურგენიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მერიის სამსახურის - რუსთავის კორპუსის 16 თანამშრომელი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ატესტაციის კონკურსში.

"განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით საკადრო წმენდა. გათავისუფლებულია 16-მდე თანამშრომელი უაპელაციოდ, ყოველგვარი განმარტებების გარეშე. ეს პროცესი ემთხვევა მერიაში გამოცხადებულ საატესტაციო კონკურსს. მათ აღარ აქვთ საშუალება, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და ეს არის აქცია საიმისოდ, რომ ადგილი მოუსუფთაონ საკუთარ აქტივისტებს და დაასაქმონ იმ აიპ-ებში, სადაც კონკურსი არ არის სავალდებულო", - აცხადებს გურგენიძე.

 

კომენტარები