ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ საერთოდ როგორც ფრენები აიკრძალა, ისე შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ა.შ. რა მოგვიტანა ამან 2006 წელს კარგად ვნახეთ. გვინდოდა, რომ როგორც მაშინ ქართველები ისევ გამოეყარათ? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს, რომ იქ ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე მოსვლოდა. ვინ აგებდა?
საგარეო საქმეთა სამინისტრო
ზალკალიანი: ვინ აგებდა პასუხს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს რამე რომ მოსვლოდა?
tbl.ge/3uf9
დაკოპირდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საჭირო არ ჰგონია". თავდაპირველად მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება პუტინის გადაწყვეტილებას, რის გამოც ის ოპოზიციამ გააკრიტიკა. რუსეთის სახელმწიფო დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავის საავტორო გადაცემაში მას პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი სერბეთის საგარეო მინისტრს და ლუქსემბურგის ვიცეპრემიერს შეხვდა
- 1 ივლისიდან დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება
- საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს ეწვევა
- გირჩი TV: ილია დარჩიაშვილის ცოლისძმა აშშ-ს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
- საგარეო კატუკიაზე: გაკვირვებული ვართ ბრალდებებით, უწყება მისი მუშაობით კმაყოფილი არ იყო




