რუსთავი 2

დუმის დეპუტატი: შევისყიდოთ რუსთავი 2 და სახელიც შევუცვალოთ - "ბაგრატიონი 1" დავარქვათ

რუსეთის დუმის დეპუტატი, ფრაქცია "სამართლიანი რუსეთის" წევრი ოლეგ ნილოვი, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და დეპუტატებს შესთავაზა, შეისყიდონ ტელეკომპანია რუსთავი 2 და სახელიც შეუცვალონ. 

"ვლიაჩესლავ ვიქტოროვიჩ (დუმის სპიკერი) მე გთავაზობთ არ გავჩერდეთ ეკონომიკურ სანქციებზე. რატომ არ შეიძლება მედიასივრცეში გავცეთ საკადრისი პასუხი? აი ეს არხი, რუსთავი 2, მოდი შევხედოთ, იქნებ არის შესაძლებელი რუსეთში მცხოვრები ქართველი დიასპორის დახმარებით მისი შეძენა თავისივე "დამპალი შიგთავსით" და რა თქმა უნდა გადავუკეთოთ სახელიც და დავარქვათ მაგალითად ბაგრატიონი 1,"- ამბობს ნილოვი

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმასაზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვისმსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის გინების დაგმობა მოუწონა. 

ასევე, მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. ის გაბუნიას მონოლოგს "რუსოფობიის" გამოვლინებად მიიჩნევს. მისი თქმით, ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ "ხელისუფლებას არ სურს მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები". პესკოვი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას გულისხმობს. 

კომენტარები