მე რუსთაველიდან ყვითელი ავტობუსით არ წავალ. ანტისაოკუპაციო აქცია პრორუსებმა თუ დაშალეს უარესია, ვიდრე გავრილოვის "პროცედურული შეცდომა". დღეს უნდა ავირჩიოთ სად გვინდა ცხოვრება, თითოეულმა. დავდგეთ ერთად, მშვიდობიანად, მაგრამ ჯიუტად - ბოლომდე.
tbl.ge/3u73
დაკოპირდა

წერს აქცია სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. სირცხვილიას ორგანიზატორების თქმით, ტერიტორიაზე სამართალდამცველები აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევენ და ასევე არ უშვებენ ორგანიზატორებსაც, მიზეზად კი მათ უსაფრთხოებას ასახელებენ.
ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




