აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე-კარასინის ფორმატზე ბიუჯეტიდან 700 ათას ლარზე მეტია დახარჯული

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებზე ჯამში 736 637 ლარია დახარჯული.

აქედან, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თანამდებობრივ სარგოზე, დანამატებსა და პრემიებზე გასულ შვიდ წელიწადში 492 444 ლარი დაიხარჯა. 33 ვიზიტის სამივლინებო ხარჯები 116 098 ლარს უტოლდება, საკონსულტაციო მომსახურება 46 ათას ლარს, ხოლო ორი შტატგარეშე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს, დანამატებისა და პრემიების ხარჯები 80 ათას ლარს აჭარბებს. ამასთან, დაახლოებით 2 ათასი ლარია დახარჯული საქართველოში სარესტორნო მომსახურებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა მონაცემებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. მთავრობამ რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დიალოგის ეს ფორმატი "სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად" შექმნა.

 

კომენტარები