კოპა ამერიკა 2019 ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო (ვიდეო)

კოპა ამერიკა 2019-ის ფინალურ მატჩში, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა პერუ 3:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული მეცხრედ გახდა.

ფინალური მატჩი ბრაზილიის ყველაზე ისტორიულ არენაზე - "მარაკანაზე" ჩატარდა. ბრაზილიამ სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ტიტულიც დამსახურებულად მოიგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი "სელესაოს" კაპიტანი დანი ალვეში გახდა, ბომბარდირი - ევერტონი, საუკეთესო მეკარე კი, ალისონ ბეკერი. 

ბრაზილია - პერუ 3:1

გოლები: 1:0 ევერტონი (15), 1:1 გერერო (44, პენ), 2:1გაბრიელ ჟეზუსი (45+3), 3:1 რიშარლისონი (90, პენ)

კომენტარები