აქცია პარლამენტთან

ბერძენიშვილი: 9 აპრილს საქართველო დაიბადა, 20 ივნისს კი გაირკვა, თუ რისთვის დაიბადა

თავის დროზე უილიამ ბარკლიმ ცნობილმა შოტლანდიელმა ღვთისმეტყველმა თქვა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ორი დიდი დღეა - ერთი, როდესაც დავიბადეთ და მეორე, როდესაც აღმოვაჩინეთ, თუ რისთვის დავიბადეთ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაშიც ორი უმნიშვნელოვანესი დღეა - ერთი ეს არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა და ახლა არის მეორე, მეორე დღე მის დაბადებაში, მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში - 20 ივნისი, როდესაც გაირკვა, თუ რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი დღე არც ერთი წამი, როდესაც მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის.

5 ივლისს ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მე-16 დღეს მომიტინგეებს ვიდეო ჩანაწერით მიმართა.

კომენტარები