რუსეთი

პასპორტების "სიძლიერის" რეიტინგში რუსული პასპორტი 4 ადგილით დაბლა, 51-ე ადგილზე გადავიდა

Pogled Info

სამი თვის მანძილზე რუსულმა პასპორტმა Henley & Partners-ის სხვადასხვა ქვეყნის პასპორტთა მფლობელთათვის მოგზაურობის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგში ოთხი ადგილით დაბლა გადაინაცვლა.

იანვარ-მარტის მონაცემებით, რუსული პასპორტი 47-ე ადგილზე იყო, მის მფლობელებს კი 118 მიმართულებით შეეძლოთ წასვლა. აპრილ-ივნისის მონაცემებით კი რუსულმა პასპორტმა 51-ე ადგილზე გადაინაცვლა - მის მფლობელებს უვიზოდ თუ ჩასვლისთანავე ვიზის აღების შემთხვევაში 116 ადგილას შეეძლებათ ჩასვლა.

რეიტინგში რუსეთის პოზიციის ცვლილების მიზეზი აფრიკის ქვეყნები ბენინი და ჯიბუტია. ამ ქვეყნებში რუსებს ჩასვლისთანავე ვიზის გაცემის ნაცვლად უკვე ელექტრონული ვიზის აღებას სთხოვენ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პასპორტის სიძლიერით რუსეთი მესამე ადგილზეა. პირველ ადგილს უკრაინა 126, ხოლო მეორე ადგილს მოლდოვა 119 მიმართულებით იკავებს.

Henley & Partners-ის რეიტინგი 199 განსხვავებულ პასპორტს 227 მიმართულებაზე უვიზო რეჟიმით ან ჩამოსვლისთანავე ვიზის აღებით აფასებს.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური და იაპონია ინაწილებენ 189 მიმართულებით, ხოლო ბოლო ადგილს ავღანეთი 25 მიმართულებით იკავებს.

საქართველო ამ რეიტინგში 52-ე ადგილს არის, 113 მიმართულებით.

კომენტარები