სამხედრო სწავლება

უკრაინაში საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ის საზღვაო ძალებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობს

Sea Breeze/Twitter

1 ივლისს უკრაინაში ოდესაში Sea Breeze 2019 ოფიციალურად გაიხსნა. 18 ქვეყანასთან ერთად სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალებიც მონაწილეობს. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის თავსებადობის წახალისება და რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერება. 

"საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ის საზღვაო ძალებთან და 17 სხვა პარტნიორ ქვეყანასთან ერთად წარმატებით მონაწილეობს მრავალეროვნულ სწავლებაში Sea Breeze 2019!

წლევანდელმა სწავლებამ თავი მოუყარა 19 ქვეყნის 3,000-ზე მეტ სამხედრო პირს. Sea Breeze 2019 გახლავთ საზღვაო სწავლება საჰაერო და სახმელეთო კომპონენტებით. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა რეგიონული საზღვაო უსაფრთხოებისთვის." - ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე.

"აშშ-ის საზღვაო ძალა 18 უახლოეს მეგობართან, მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად აქ არიან, რათა გააგრძელონ Sea Breeze-ის საწვრთნელი სერიები. ამგვარი ვარჯიში მსოფლიოს აჩვენებს, რომ აშშ აქ, ევროპაში ჩვენ ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად არის. მიზანი საკმაოდ მარტივია: ერთობლივი ვარჯიში, მუშაობა და ისეთი ევროპის უზრუნველყოფა, რომელიც არის მთლიანი, თავისუფალი, წარმატებული და მშვიდობიანი." - აღნიშნა კაპიტანმა მეთიუ ლეჰმანმა, სამუშაო ძალა 65-ისა და აშშ სწავლების დირექტორმა.

შავ ზღვაში საწვრთნელად აშშ და უკრაინა 17 ქვეყანას მასპინძლობენ: საქართველო, ბულგარეთი, კანადა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო. 

კომენტარები