საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დრონების შეძენა სურს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 32598 ლარია.
ელექტრონული ტენდერი დღეს, 2 ივლისს გამოცხადდა და დაინტერესებულს პირებს წინადადებების შეთავაზება 13-დან 15 ივლისამდე შეუძლიათ.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს უპილოტო საფრენი აპარატები (კოპტერი), იგივე დრონები და მისი სათადარიგო ნაწილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.