საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი: მახათას მთაზე ბახტაძის გამოსვლის დროს ტექნიკური ხარვეზი იყო

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს, 12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ბოდიშს უხდის.

ცნობილია, რომ ამავე თემაზე პრემიერმინისტრი მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები