სამართლებრივ აბსურდში გაეხვა მთელი მათი ეს საქმე და მკაფიოდ, შავზე თეთრი უნდა თქვას სააპელაციოს მოსამართლემაც. ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული უკვე ამ შეკერილი საქმის გამო ჩემი დაკავება. სურვილი დიდი აქვთ იმიტომ, რომ მათთვის წარმოუდგენელია და არ უნდათ შესაძლებლობა მქონდეს, პარლამენტში ვიარო, როგორც მოქმედმა დეპუტატმა. მათ ეგონათ, მე ამას ვეღარ შევძლებდი. მათთვის მე ხომ უკვე დაჭრილი ვარ? - დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია? დაახლოებით ასე მიყურებენ, მათთვის მე კოლეგა აღარ ვარ. წარმოუდგენელი რამ გააკეთებინეს. მტკიცებულებები არ იყო და ისე უყარეს კენჭი, რასაც ნანობს ბევრი მათგანი. მათ ადგილზე მეც დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ვიგრძნობდი. წარმოიდგინეთ სურათი, როცა მე ვიქნები იქ, სადაც ისინი ასე ვთქვათ მასამართლებდნენ. მთავარი ბრძოლა ხელისუფლებამ უკვე წააგო, ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება-დამარცხება.
ნიკა მელიას საქმე
მელია: "ოცნებისთვის" მე უკვე დაჭრილი ვარ, დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია?! ასე მიყურებენ
tbl.ge/3tmv
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია სააპელაციო სასამართლოში შესვლამდე, სადაც ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს და აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




