ავიაკატასტროფა

ტეხასში კერძო თვითმფრინავი აეროპორტის ერთ-ერთ შენობას დაეჯახა. დაიღუპა 10 ადამიანი

Reuters

ტეხასში კერძო თვითმფრინავი აფრენის შემდეგ აეროპორტის ერთ-ერთ შენობას დაეჯახა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.

თვითმფრინავი ედისონის აეროპორტიდან ფლორიდაში მიფრინავდა. შეჯახების შემდეგ მას ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში იმ დროს არავინ იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები