ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს ინფორმაციით, პარტიის წევრს თავს დაესხნენ, როცა შეკვეთილში აქციაზე მიდიოდა

რუსთავი 2

ბათუმის საკრებულოს წევრის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ, როცა ის შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციისკენ მიდიოდა.

ქამადაძე ვარაუდობს, რომ მომხდარის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას.

"ოფისიდან ჩვენი აქტივისტები მანქანით დაიძრნენ შეკვეთილისკენ, მათ გზად საეჭვოდ ჩაუდგა სხვა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებს არ ატარებდა. ჩვენმა მეგობრებმა მოახერხეს გვერდის ავლა, ამის შემდეგ ის მანქანა კვლავ ჩაუდგა და არ გაატარა. იქიდან გადმოვიდა ერთი პირი, რომელიც იგინებოდა, გიორგი დიასამიძეს კი შუბლში დაარტყა, მას ჭრილობა აქვს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. იმდენად საეჭვოდ ვითარდებოდა მოვლენები, სავარაუდოდ, პროვოკაციაა, პროვოკაციული ქმედების უკან კი დგას სუს-ი. სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები მიდოდინენ აქციაზე შეკვეთილში. რაც შეეხება მანქანას, მას ქართული ნომრები ჰქონდა", - ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით, დაიწყო.

კომენტარები