აქციის დარბევა

ბახტაძე აქციის დარბევაზე: ჩვენ არ გვყავს გუნდში არავინ, ვინც სკამს გამოეკიდება

ქართულ საზოგადოებასთან ერთად გვექნება კონკრეტული ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი რაც დაიდება გამოძიების შემდეგ, იქნება შესაბამისი, სწორედ პირველ რიგში ქართული საზოგადოება იქნება ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავ და შეაფასებს, ჩვენ არ გვყავს გუნდში არავინ, ვინც სკამს გამოეკიდება. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ფაქტი არის ერთი, რომ მოხდა ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე სცენარის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ მოქალაქეები ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე 20 ივნისის აქციის დარბევაზე გახარიას პასუხიმგებლობაზე საუბრობს.

კომენტარები