აქციის დარბევა

ბახტაძე: პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ, ვინც პროტესტი გამოიყენა იარაღად

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, ვინც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი,

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარენტულ გამოძიება ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე.

ქართულ საზოგადოებასთან ერთად გვექნება კონკრეტული ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი რაც დაიდება გამოძიების შემდეგ, იქნება შესაბამისი, სწორედ პირველ რიგში ქართული საზოგადოება იქნება ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავ და შეაფასებს, ჩვენ არ გვყავს გუნდში არავინ, ვინც სკამს გამოეკიდება. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. მოხდა ძალიან მძიმე სცენარის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ მოქალაქეები ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ პირველ ბრიფინგს ამ წუთებში მართავს

კომენტარები