ავიაკატასტროფა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 2, დაშავდა 7 ადამიანი

Reuters

ციმბირში Antonov An-24 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. მათგან 2 დაიღულა და 7 დაშავდა.

თვითმფრინავი დასაფრენ ზოლს გასცდა, შენობას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულებს შორის ერთი პილოტია, ხოლო ყველა მგზავრის ევაკუაცია მანამდე მოხდა, სანამ თვითმფრინავი დაიწვებოდა.

კომენტარები