ნიკა მელიას საქმე

გოგიჩაიშვილი დეპუტატებს: კომიტეტზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე

ტაბულა

სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა  საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვლისას დეპუტატებს მიმართა.

საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უზრდელი უწოდა და ოტახიდან გასვლა მოსთხოვა.

"თავი შეიკავე და გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო" - მიმართა ოხანაშვილს გოგიჩაიშვილს.

ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავენ. 

კომენტარები